ბიოტეკსის ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (BrTRC)
თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტი
ვეტერინარული მედიცინა მუდმივად ვითარდება - დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადებების მკურნალობა, არამედ მათი პრევენცია, იმუნიტეტის გაძლიერება და ცხოველის ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღება.
რთულ კლიმატურ პირობებში, ვაქცინაციის პროცესში ან ინფექციური დაავადებების გავრცელებისას, ფერმერებს სჭირდებათ ეფექტური, ბუნებრივი და უსაფრთხო გადაწყვეტილებები.
სწორედ ამ საჭიროებების პასუხად შეიქმნა პროტო-პლაზმა - ინოვაციური, ბუნებრივი წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი საშუალება, რომელიც უკვე ამაყად იკავებს თავის ადგილს თანამედროვე ფერმერულ და ვეტერინარულ პრაქტიკაში.
პროტო-პლაზმა არის ინოვაციური საინექციო ხსნარი, რომელიც დამზადებულია მცენარეული უჯრედული სტრუქტურების საფუძველზე და წარმოადგენს ბუნებრივ იმუნურ ბუფერს სტრესის, ინფექციების, ვაქცინაციისა და სხვა დატვირთვის პირობებში.
პრეპარატი დაფუძნებულია ღეროვანი უჯრედებისგან მიღებულ ბიოაქტიურ კომპლექსზე და მცენარეულ ექსტრაქტებზე და აერთიანებს იმუნომასტიმულირებელ, ანტისტრესულ და ანტიმიკრობულ თვისებებს.
დამზადებულია საქართველოში, ბიოტეკსის თანამედროვე ლაბორატორიებში, და სპეციალურად არის შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
გამოიყენება:
რძის და ხორცის წარმოების გაუმჯობესების მიზნით;
ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ;
სტრესის მინიმიზაციისთვის (ტრანსპორტი, ვაქცინაცია, კლიმატური ფაქტორები);
ზრდისა და გადარჩენის მაჩვენებლის გასაზრდელად.
1. ბუნებრივი და უსაფრთხო შემადგენლობა
პროტო-პლაზმა დაფუძნებულია მცენარეულ კომპონენტებზე და შეიცავს ღეროვანი უჯრედებისგან მიღებულ ბიოაქტიურ ელემენტებს, რაც ამაღლებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას.
2. სრული იმუნური მხარდაჭერა
პრეპარატი აუმჯობესებს ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ, აძლიერებს ვაქცინაციის ეფექტს და ამცირებს გართულებების რისკს.
3. მრავალმხრივი მოქმედება
იმუნური სისტემის სტიმულაცია
სტრესის და ტოქსინების წინააღმდეგ ბრძოლა
ჰეპატოპროტექტორული ეფექტი
ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება
4. უნივერსალური გამოყენება
პრეპარატი რეკომენდებულია ძროხებისთვის, ღორებისთვის, ფრინველებისთვის, ცხვრისა და თხისათვის - სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ფერმის სპეციფიკიდან გამომდინარე.
პრეპარატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ. დოზირება განისაზღვრება ცხოველის სახეობიდან, ასაკიდან და მიზნობრივი პრობლემიდან გამომდინარე. პროტოპლაზმა ადვილად ინექცირდება და თავსებადია სხვა თერაპიებთან.
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ჰეტეროციკლურ და ნანოციტოპლაზმურ ნაერთებს.
0.5 ნმ-მდე ზომის მოლეკულები აღწევენ უჯრედში და აქტიურობენ ბუნებრივი დაცვითი მექანიზმები.
ზრდის ბუნებრივ რეზისტენტობას და აუმჯობესებს ცხოველის საერთო მდგომარეობას.
ჩატარებულია მრავალწლიანი კვლევები თსსუ-ს ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტთან ერთად (2010–2019);
დადასტურებულია პროდუქტის მულტიფუნქციური მოქმედება;
კლინიკური კვლევები ცხოველებზე აჩვენებს:
დაავადებების სიხშირის შემცირებას;
წონამატს მოზარდეულში;
პროდუქტიულობის ზრდას 20–30%-ით;
ვაქცინაციის ეფექტურობის გაუმჯობესებას;
იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზაციას.
პროტო-პლაზმა და ბიოტეკსის სხვა ინოვაციური ვეტერინარული პრეპარატები ხელმისაწვდომია საქართველოში ოფიციალური დისტრიბუტორთან - როქში:
ფართო ასორტიმენტი - როქში ხელმისაწვდომია ბიოტეკსის თანამედროვე და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებები
პროფესიონალური კონსულტაცია - როქის ვეტერინარები დაგეხმარებიან პრეპარატებისა და დოზირების სწორად შერჩევაში და საჭიროების გაგიწევენ უფასო კონსულტაციას.
კომფორტული შეძენა - შეგიძლიათ შეიძინოთ “როქის” ფილიალებში, პარტნიორ ვეტაფთიაქებში ან შეუკვეთოთ ონლაინ Agricula-ს საიტზე
📦 დაინტერესებული ხართ ჩვენი პროდუქტების დისტრიბუციით ან საექსპორტო თანამშრომლობით?
დაგვიკავშირდით და ერთად შევუწყოთ ხელი ჯანსაღ და მდგრად სოფლის მეურნეობას.
📩 info@biotecsi.ge 📞 (032) 240 77 95
შეუერთდი ჩვენს ქსელს